ვახტანგ ბერიძე: გზა იქნება ყველა სოფელსა და ჩიხში

ხულოს მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ აგარისა და ღორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატს ის თემები გააცნეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია, მათ შორის, ბაგა-ბაღის მშენებლობა და ბახმარო-ბეშუმის საავტომობილო გზის კეთილმოწყობა. ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივებს, მერად არჩევის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარება აღუთქვა.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მუნიციპალიტეტის მერი და, ასევე, პასუხისმგებლობაა, რომელსაც სრულად ვაცნობიერებ.  თქვენმა სიყვარულმა და სიძლიერემ გამაძლიერა და მომცა ძალა, ვიყო დღეს თქვენ წინაშე და მქონდეს პრეტენზია ხულოს მერობაზე. დიახ! მე უნდა ვიყო მუნიციპალიტეტის მერი. თქვენ უნდა ამირჩიოთ მერად. მზად ვარ, გემსახუროთ და ვაკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ყოველთვის ვიდექი ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებულ ყველა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, გზა იქნება ყველა სოფელსა და ჩიხში”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
“ქართული ოცნების” კანდიდატის შეხვედრებს დღეს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები