ზაურ დარგალი: მმართველი გუნდის პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგებაა

მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ზაურ დარგალი საავადმყოფოების მედპერსონალს შეხვდა. დარგალმა შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და მედპერსონალის საჭიროებები მოისმინა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მმართველი გუნდის პრიორიტეტია ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგება. ჯანდაცვის პოლიტიკით მნიშვნელოვნად შეიცვალა რეალობა – სახელმწიფომ გაიღო შესაბამისი ხარჯები თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვის სერვისის დახვეწა და გაუმჯობესება”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები