ალი ბადიროვი: ახმედ იმამკულიევი ფულის აღებაზე არ უნდა ლაპარაკობდეს (ვიდეო)

მარნეულის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალი ბადიროვმა “ტვ4-ის” ეთერში განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, ახმედ იმამკულიევს მარნეულის მოსახლეობა არ ენდობა, რადგან მის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული არსებობს.
“შენ ფულის აღებაზე არ უნდა ლაპარაკობდე… ბატონ ახმედთან დაკავშირებით, 2016 წლიდან კითხვები გაჩნდა იმიტომ, რომ პირველ ტურში ხმების, თითქმის, 50% აიღო და მეორე ტურში ან არ უნდა გასულიყო, ან თუ გავიდა, უნდა ებრძოლა. მან არ იბრძოლა და ამას მარნეული ამბობს. მე არ ვიცი ზუსტად, ასე გამიგია და იმედი მაქვს, რომ ტყუილია”, – განაცხადა ალი ბადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები