გიორგი შენგელია: მოსახლეობასთან მქონდა საუბარი იმ საჭიროებებზე, რომლებიც მათ აწუხებთ
ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დღეს სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია გაზის შეყვანასთან დაკავშირებით. გაზიფიცირება მოხდება მალე. დევნილთა სამინისტრო მათ დაუფინანსებს გაზიფიცირებას და მოსახლეობისთვის იქნება სრულად უფასო. ასევე, ოქტომბერში კეთდება თანამედროვე საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლეობასთან მქონდა საუბარი იმ საჭიროებებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიის დროს აქ ერთ-ერთ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით ოპერატიულად მოხდა აღნიშული სახურავის აღდგენა, რაზეც აქ მაცხოვრებლები ძალიან კმაყოფილები არიან. ამ ორ კორპუსში სულ, დაახლოებით, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება სრულად, აქედან ერთი კორპუსი გაზიფიცირებულია, საუბარია მეორე კორპუსის გაზიფიცირებაზე”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – გრიგოლ გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ქეთევან ბაკარაძე იმყოფებოდნენ.