“ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს” – მარგველაშვილი

“ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

“ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ვინ რა ფორმით გაკეთებს ამას. ამაზეა დღეს საუბარი. უბრალოდ, ძალიან მარტივია, ყველა თავის თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს და ვნახოთ რა მოხდება. რეალურად, ეს ამ ერთპარტიულ პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას არ შესძენს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები