ზუგდიდის ადგილობრივ არჩევნებს 5000-მდე ადამიანი დააკვირდება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, პარტიამ საარჩევნო ხმების დაცვის უპრეცედენტო სისტემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობას 214 კომისიის წევრი, 1489 კანიდატის წარმომადგენელი და 1500-ზე მეტი მოხალისე დააკვირდება.
“ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე რიგითი არჩევნები, პრაქტიკულად, ჩვენი აზრით. ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება. ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელ საქართველოს, რომ განსხვავებული აზრის გამარჯვებით შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება და განახლების პროცესის დაწყება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.