შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცმა შვილს, რძალსა და ორ მეზობელს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა ო.გ. ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.