კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
სროლის შედეგად, ასევე, დაიჭრა მოხუცის ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.
არსებული ინფორმაციით, კაცმა, თავდაპირველად, შვილსა და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან არ გამოდიოდა, რის გამოც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.