გიორგი გახარია რომან გოცირიძეს – “მინდა აგიხსნათ, რომ ყველა საქმეს სხვადასხვა ანატომია აქვს“

“მინდა აგიხსნათ, რაც თქვენ უნდა იცოდეთ და დარწმუნებული ვარ, იცით – ყველა ამ საქმეს სხვადასხვა ანატომია აქვს“, – ასე პასუხობს შს მინისტრი პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძეს შეკითხვას.
ამასთან, მინისტრმა პარლამენტის წევრს განუმარტა, რომ საქმეებში, რომლებიც ჩამოთვალა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარდა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარისა, არცერთ გამოძიებაშია ჩართული.
„რომან გოცირიძემ ჩამოთვალა ხელისუფლების მიერ ჩადენილი რაღაც უამრავი დანაშაული: მუხთარლი, თემირლან მაჩალიკაშვილი, ია კერზაია, „თიბისი ბანკის“ წერილი, ანაკლიის პროექტი, ჭიდაობის ფედერაცია. უბრალოდ, მინდა აგიხსნათ, რაც თქვენ უნდა იცოდეთ და დარწმუნებული ვარ, იცით – ყველა ამ საქმეს სხვადასხვა ანატომია აქვს. ტრაგედია, რომელიც ია კერზაიასთან დაკავშირებით მოხდა, შვიდმა-რვა ადამიანმა პოლიტიკური “მესიჯის” სახით ჩვეულებრივი პროპაგანდისტული სტილით გაიმეორეთ. ეს უდიდესი მორალური პრობლემაა. კონტექსტი ხომ გახსოვთ. მაშინ თქვენ მე მითხარით და ბრალი დამდეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ იწყება და არც დაიწყებაო. გითხარით, რომ აგერ ნახავთ, დაიწყება თუ არა და გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მასაც აქვს უფლება, პოლიტიკური და მორალური შეფასება მისცეს იმას, რაც პარლამენტში ხდება.
„მეც მაქვს უფლება, პოლიტიკური და მორალური შეფასება მივცე იმას, რაც აქ ხდება ისევე, როგორც – თქვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები