აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

სოფელ ურაველში, აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გზის 4,8-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით, ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილება უსაფრთხო და კომპორტული იქნება. აგარის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში და ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. პროექტის განხორციელების შემდეგ კი იგი ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, დავით ყურაშვილი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები