გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონის ტერიტორიაზე სოციალურად შეჭირვებულებისთვის მაცივრები დაიდგმება

“ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამშენებლო ორგანიზაცია “იმერეთის” თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გიორგი გოგლიჩიძემ მათ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და შეხვედრის მონაწილეთა წინადადებებიც მოისმინა.
“ეს სამშენებლო ორგანიზაცია ზესტაფონში ყველამ კარგად იცის. ისიც იციან, თუ როგორ განსხვავდება მათი შესრულებული პროექტები სხვებისგან. თითოეულ თქვენგანს სჭირდება სიკეთე თვითმმართველობისგან, რომელშიც თქვენი ჩართულობა და აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ თქვენ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანი ფაქტორია განვითარებისთვის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სწორედ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოვედი. საინტერესოა აქ დასაქმებულთა ინიციატივა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მაცივრის განთავსებას გულისხმობს რათა უფრო შეძლებულებმა სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის პროდუქტის შეგროვება შეძლონ. ვფიქრობ, ეს არის დაკვეთა და მას მხარდაჭერაც ექნება”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
დღესვე ზესტაფონის მერობის კანდიდატი ,,ჯეოჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები