სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს  ხელი მოაწერა 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები