“არ გინდოდათ რძე და ყველი…” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეერთებულმა შტატებმა ვიზიტზე უარი უთხრა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“აბა, დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით “თეთრ სახლში”, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ – ვიცეპრეზიდენტი, ინაუგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ ჩამოვიყვანე სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ, ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა,რომელსაც ერგო ამდენი პატივი..
ამაზეა ნათქვამი – “არ გინდოდათ რძე და ყველი… და ახლა გვაქვს აი ეს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს, ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მათი ინფორმაციით, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები