ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ახალციხეში მძლეოსნობის ღია პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში, ტრადიციულად, მეზობელი სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
ერთმანეთს სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში შეეჯიბრნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ხობის, ოზურგეთის, ვანის, ჭიათურის, ბორჯომის, აბაშის, ასპინძის, ახალციხისა და ერევნის გუნდები.
გამოვლინდა 20 კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის, ახალციხელმა მძლეოსნებმა 16 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს: ახალციხელმა მძლეოსნებმა მინდია ენდელაძემ (500 მეტრზე რბენა), ვლადიმერ შუშანიანმა (88 მეტრზე რბენა ბიჭებში), მარიამ კაპანაძემ (1200 მეტრზე რბენა), ჟორჟიკ მანველიანმა (1500 მეტრზე რბენა უფროსი ბიჭები) და დერენიკ არზუმანიანმა (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში).
II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: მარიამ ზედგინიძე (800 მეტრზე რბენა გოგონებში), არსენ იშხანიანი (800 მეტრზე რბენა ბიჭებში), გაიანე უსტიანი (1500 მეტრზე რბენა უფროს გოგონებში), ჰასმიკ მარქარიანი (1600 მეტრზე რბენა გოგონებში), მარიამ ენდელაძე ( 2 კილომეტრზე რბენა გოგონებში) და არსენ იშხანიანი (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში). II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ირინა მიკიტიუკმაც სიგრძეზე ხტომაში.
III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს შალვა ლეკიშვილმა (100 მეტრზე რბენა), ანუკი ენდელაძემ (800 მეტრზე რბენა), მათევოს მზიკიანმა (2 კილომეტრზე რბენა ბიჭებში) და ანუკი ენდელაძემ (2 კილომეტრზე რბენა გოგონებში).
ამანათრბენში (4 X 200) კი, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გაიმარჯვება მოიპოვეს მე-3 საჯარო სკოლამ (I ადგილი), მე-5 საჯარო სკოლამ (II ადგილი) და წყრუთის საჯარო სკოლამ (III ადგილი).
შეჯიბრი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.