გია ვოლსკი ოპონენტებს: კიდევ კარგი, დღეს უზრდელობის გარდა, სხვა რესურსი არ გაგაჩნიათ

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს დღეს უზრდელობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნიათ.
როგორც მან აღნიშნა, ოპონენტებს არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება განუხორციელებიათ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში.
„შემიძლია, უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობისა და, რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციისა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ პარტიების მიერ, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ, უზრდელობის გარდა, დღეს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე.
მინდა, შეკითხვა დავსვა და ანგარიშს ვუწევ, რომ რთული და პოლიტიკური შეკითხვაა, ამ გადმოსახედიდან თუ მიიჩნევს მართებულად, რომ ყველა საქმე, რომელიც კასრებში იქნა აღმოჩენილი, ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადაიდგა ნაბიჯი, თითქოსდა, სამოქალაქო შერიგების თვალსაზრისით. ამისი წინააღმდეგი ვიყავი აქტიურად, დიდი, ხმამაღალი განცხადებებით არ გამოვსულვარ, მაგრამ დღეს მინდა, ეს თემა გავიხსენო და ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ ამას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები