კვიციანი გახარიას: პანკისში სწორად მოიქეცით, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა

“მაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება დეპუტატებს, გავეცნოთ ამ პასუხს. რაც პანკისში მოხდა”, – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა,  ემზარ კვიციანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე.
„დაისვა კითხვა, გქონდათ თუ არა ურთიერთობა, ვიდრე პანკისში შეხვიდოდით, უსაფრთხოების სამსახურთან. ალბათ, უსაფრთხოების სამსახურიდან მოითხოვდით ანალიტიკურ დასკვნას, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა პანკისში დამატებითი ძალების შეყვანას და აუცილებლად გიპასუხებდათ უსაფრთოების სამსახური წერილობით. მაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება დეპუტატებს, გავეცნოთ ამ პასუხს. რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. ეს იყო აჯანყება. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ სწორად მოიქეცით, როცა შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ მადლობა თქვენ“, – მიმართა კვიციანმა შს მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები