მდინარაძე ბოკერიას: რომ გაგებედათ და თქვენს დროს შს მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, რა კადრების ნახვა მოუწევდა მას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას უპასუხა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს უსმენენ, ვიდეოკოლაჟი გაუშვა და მას „კადრები რეალითი შოუდან“ უწოდა.

“რომ გაგებედათ და ერთი ორჯერ თქვენს დროს შინაგან საქმეთა მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, ასე ჩამოგეშვათ ეკრანი და გეჩვენებინათ კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა მაშინ თქვენ მინისტრს”, – მიმართა მდინარაძემ ბოკერიას.

მამუკა მდინარაძე, ასევე, გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას გამოსვლას, რომელმაც გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა.
 
“თინა ბოკუჩავას გაუკვირდა, რამ აღგაშფოთათ უმრავლესობის წარმომადგენლებიო და აგიხსნით, რამ აღგვაშფოთა. ის კი არ არის აღმაშფოთებელი, რასაც თქვენ აქ თქვენი ბუნებრივი მდგომარეობის გამო აკეთებთ და გაწიწმატებულები ხართ. აღმაშფოთებელი არის, დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას რომ გაბრალებენ, შემდეგ ამაზე უსინდისოს რომ გიწოდებენ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იცით, რა არის? ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ აკეთებს. ეს არის მარაზმი, ეს აღმაშფოთებელიც აღარ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები