საპროტესტო აქცია ზუგდიდში – მოსახლეობამ ზუგდიდი-მესტიის ავტომაგისტრალი გადაკეტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაში მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა სოფლის გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება იყო.
​აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ზუგდიდ-მესტიის ავტომაგისტრალი ზედა ეწერის მონაკვეთზე გადაკეტეს. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.
​ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ სოფელ ჭკადუაში შიდა გზების მოხრეშვა უახლოეს პერიოდში მოხდება, ხოლო რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ გზას, უკვე დაწყებულია გზის დაფარვა ბეტონის საფარით. სამუშაოები ამ კუთხითაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები