შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახატანში, ახალ კადოეთში, შუახევსა და ხარხეთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2019 წელს შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.
მხარის რწმუნებულმა მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები დეტალურად მოისმინა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. პირადად გავეცანი სოფლებში არსებულ ვითარებას და ერთობლივად ვიმსჯელეთ თემებზე, რომლებიც ადგილობრივებს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აწუხებს. პრიორიტეტული საკითხების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სამუშაო პროცესი ეტაპობრივად ყველა დარჩენილ მიმართულებას მოიცავს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები