საძინებელს აქვს კარები, ტუალეტს აქვს საკეტი – რას ფიქრობს თაკო ჩარკვიანი ლგბტქი პრაიდზე
საძინებელს აქვს კარები, ტუალეტს აქვს საკეტი. საძინებელს კარები აქვს იმიტომ, რომ მიხურო – ასე უპასუხა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა კითხვაზე უნდა გაიმართოს თუ არა 17 მაისს ლგბტქი პრაიდი. ჩარკვიანმა ამის შესახებ ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა.
“საძინებელს აქვს კარები, ტუალეტს აქვს საკეტი. საძინებელს კარები აქვს იმიტომ, რომ მიხურო. ტუალეტსაც იმიტომ აქვს საკეტი, რომ მიხურო. მაგრამ, რაც ეს ხელისუფლებაა მოსულ,ი მხოლოდ სხვისი საძინებლების კარებს და ამოდებულ კამერებს ვხედავთ . ამიტომ, არ მგონია ეს ნორმალური. შესაბამისად, არც საპირისპირო აქციის დროა იმიტომ, რომ არ მინდა დაპირისპირება გამოიწვიოს . რაც შეეხება, ცოლებისა და ქმრების ქორწინება უნდა იყოს თუ არა ჩვენ ქვეყანაში, არა- არ მივესალმები”,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი დღეს ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც “სკაიპით” ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო. ჩარკვიანმა რულოვსს მერის არჩევნებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.