მე უცხო ქვეყანაში  გადასახვეწი პრეზიდენტი არ მყავს – თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ზუგდიდში სპეციალურად ჩავიდა.  მართალია “ამდენი” ხალხი არ დახვდა, მაგრამ  ოპოზიციური პარტიის 30-მდე  მხარდამჭერის წინაშე  სანდრა რულოვსს თანადგომა განუცხადა, სააკაშვილს “მიშა, გამარჯობათი” მიესალმა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში  ქალთა როლზე ისაუბრა.

„მამაკაცები როცა იყვნენ ხელისუფლებაში. ხომ დაგვადგეს გვირგვინი… ჩვენს კოდში ინსტიტუციურად ყოველთვის იყო გენდერული მიდგომა…მოდი, ვნახოთ, მოვსინჯოთ, იქნებ ქალმა უკეთ გაართვას თავი. იქნებ, უფრო დიდი პასუხისმგებლობით მიუდგეს ყველაფერს და ანაკლიის პროექტი, რომელიც მისი ოჯახის იდეაა, მიიყვანოს ბოლომდე.
მე, ჩემი პარტიით თანადგომას ვუცხადებ სანდრა რულოვსს და მინდა, ის ზუგდიდის მერად ვიხილო.
გავერთიანდით 12 პარტია,  იმიტომ, რომ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” არ ყოფილიყო და კოალიციური მთავრობა მოვიდეს. ჩემი აქ ყოფნა  გარკვეული პრევენციაა იმ შეცდომებისა,  რისიც ხალხს ეშინია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”  იგივე შეცდომები არ გაიმეოროს. მოგვწონს თუ არა ეს,  რულოვსის ოჯახს უკავშირდება ანაკლიის პროექტი და გამორიცხულია, მის ხელში დაიძიროს ის. თუ რაიმე ინსტიტუციური აღმშენებლობა იყო, ეს იყო იმ 9-წლიანი მმართელობის დროს მოხდა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ცოტა ხნის წინ ახალი პარტია – “კანონი და სამართალი” დააარსა,

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები