ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა
ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა , ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი ერთ-ერთ ავტომობილში წინა სავარძელზე იჯდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “კვირას” საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
შემთხვევის გამო, ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.