ლევან ბოძაშვილი: პრეზიდენტმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს
კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.
„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც საქმე ეხება “ვეტომდებლობას”. მიზეზები: კანონპროექტი მხოლოდ კოსმეტიკურად ითვალისწინებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების რეკომენდაციებს; კანონპროექტი არ ახდენს რეალურ სისტემურ ცვლილებას და არსებითად არ ცვლის იმ შედეგსა და მიზეზს, რის გამოც სასამართლოს მიმართ არის ლეგიტიმური უნდობლობა. ვეტოს (მოტივირებული შენიშვნების) შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს შანსი, მოახდინოს პარტიული კუთვნილებიდან დისტანცირება და ნეიტრალურ არბიტრად წარმოჩენა; ვეტოს შემთხვევაში შესაძლებელია კანონპროექტის გაუმჯობესება; პრეზიდენტი ვალდებულია, იზრუნოს ინსტიტუტების განვითარებაზე და მომდევნო 6 წლის განმავლობაში, სულ რომ არც ერთ პროექტს დაადოს ვეტო, ეს ვეტო არის გადამწყვეტი თავისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით“, – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.