ზაურ დარგალი: მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მარნეული განვითარდეს
მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში “კარდაკარის პრინციპით” მოქალაქეების საჭიროებები გამოიკითხა. კანდიდატი ოჯახებს ქალაქის სხვადასხვა უბანში ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. ზაურ დარგალი მოქალაქეებს ქალაქის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“ჩვენ ვფიქრობთ ქალაქის განვითარებაზე. ბევრი რამაა გასაკეთებელი და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მარნეული განვითარდეს”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.