გივი მოდებაძე: ჩემი მიზანია, ჭიათურელებთან ერთად განვავითარო ქალაქი
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი მოდებაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს კანდიდატმა შეხვედრები სარქველეთუბნისა და წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 8 სოფელში გამართა.
,,ჩემი მიზანია, თქვენთან, ჭიათურელებთან ერთად განვავითარო ეს ქალაქი. ზუსტად ვიცი ის პრობლემები, რაც ჭიათურის სოფლებს აწუხებს. ამავდროულად, ვიცი ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები. ბოლო წლებში და, მათ შორის, ჩემი მერის მოადგილეობის პერიოდში, გაიზარდა ჭიათურის ბიუჯეტი და მან წელს 34 მილიონი შეადგინა. დამერწმუნეთ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ეს ბიუჯეტი მოერგება, მხოლოდ და მხოლოდ, თქვენს ინტერესებსა და ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
დღევანდელ შეხვედრებზე ჭიათურის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატთან ერთად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძეც იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და მოსახლეობას გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.