გიორგი გოგლიჩიძე : მოსახლეობის ინტერესები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია
ზესტაფონის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ჯეოჰოსპიტალსის” ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა. გოგლიჩიძემ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ის პრობლემები მოისმინა, რაც ზესტაფონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტულია. მთავარი პრობლემა, რაც ჰოსპიტალის მედპერსონალმა კანდიდატს დაუსახელა, პოლიკლინიკამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და პედიატრიული განყოფილებისთვის გამოყოფილი ფართის სიმცირეა. გოგლიჩიძე მედპერსონალს საკითხის შესწავლასა და მოგვარებას დაჰპირდა.
“მე მიყვარს გულწრფელი საუბარი. იმედი მაქვს, გავაერთიანებთ ინტერესებს და საერთო ძალისხმევით შევძლებთ პრობლემის მოგვარებას. არჩევნების შემდეგ, ჩვენ გადავალთ სამუშაო რეჟიმში. გექნებათ ჩემი სრული თანადგომა და მაქსიმალური მხარდაჭერა. მოსახლეობის ინტერესები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუ ამ პრობლემის მოგვარებით ჩვენ ბავშვებისთვის მეტი სერვისის შეთავაზებას შევძლებთ, მაშინ უნდა ვიზრუნოთ ამისთვის. უნდა გამოვძებნოთ ალტერნატივა საბავშვო ბიბლიოთეკისთვის და ის თანამედროვე სივრცითი დაგეგმარებით მოვაწყოთ. გამოთავისუფლებული ფართით კი ისარგებლებს სამედიცინო დაწესებულება, თუმცა ვიმეორებ, ეს საკითხი ჯერ შესასწავლია. ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრ რამეს შევძლებთ’, -აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.