„ესენი მთლად გვამებს ითხოვდნენ“
„ესენი მთლად გვამებს ითხოვდნენ თურმე ჩართულ კამერაზე“ – ასე ეხმაურება პარლამეტის უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის დროს სამხედრო მოსამსახურეებს „ორ გვამს“ ითხოვს. დეპუტატი პროკურატურას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწარაფად და ეფექტურად გამოიძიონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები.
„მე დღეს ხალხის “ხელ ყოფამ” ჩამაგდო შოკში ახალგაზრდა ადამიანის თქმულმა, და ესენი მთლად გვამებს ითხოვდნენ თურმე ჩართულ კამერაზე თაკო სალაყაია სამართალს ეძებსო აქ ვნახე ფბ-ზე და პროკურატურა არ ვიცი როგორ ვთქვა მშვიდად და კულტურულად მაგრამ სამართალი რომ ვაპოვნინოთ ამ ხალხს სწრაფად და ეფექტურად ხომ შეიძლება ((( ნამდვილად უნდა ვაპოვნინოთ“, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.