„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“ – გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

7 მაისს, 12 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის – „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“ – წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესავალი სიტყვით გამოვა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
გამომსვლელები: პროფესორები –  ვახტანგ გურული, ელდარ ბუბულაშვილი, ლევან ჯიქია, გვანცა ბურდული.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები