ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა (ვიდეო)

თელავის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: კისისხევი, შალაური, კურდღელაური და ვარდისუბანი დააზარალა. განადგურებულია ვენახები და ნაკვეთები. სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავში, საავტომობილო გზებზეც. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ სოფლებში მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.
ფოტოები – “კახეთის ხმა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები