ვახტანგ ბერიძე : თქვენ არ ირჩევთ მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს, თქვენ ირჩევთ თქვენი ოჯახის წევრს

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე დიდაჭარისა და ირემაძების ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გაააცნო და სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზეც ისაუბრა. ამომრჩევლებმა დიდაჭარის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობაზე, სოფელში ბაგა-ბაღის საჭიროებასა და ადგილობრივების დასაქმების პრობლემები დაასახელეს. ვახტანგ ბერიძე, გამარჯვების
შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
,,მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ თავიდან ვერ გავიცნობთ ერთმანეთს, რადგან ძალიან დიდი წვლილი გაქვთ ჩემს აღზრდაში. მინდა, ახლაც გთხოვოთ, რომ კიდევ ერთხელ დამიდგეთ გვერდში არამარტო არჩევნებზე, არამედ – შემდეგაც, როცა თქვენი მხარდაჭერით გავხდები მერი. მე მეამაყება, როცა ვსაუბრობ, თუ როგორ კეთდება გზები და სამომავლოდაც გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. სოფლებში სხვა არსებულ პრობლემებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ბოლომდე მივიყვანთ დიდაჭარის ცენტრის კეთილმოწყობას თავის ადმინისტრაციული შენობითა და ბაღით”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ, მერად არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობის არცერთ პრობლემას დატოვებს უყურადღებოდ.

” მე მინდა, გითხრათ პირადად, რომ როცა წყდებოდა ჩემი მერობის კანდიდატობის საკითხი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ვკითხე, თუ როგორი მერი მინდოდა, რომ მყოლოდა და ასე ვუპასუხე ჩემს თავს – მჭირდებოდა მერი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იქნებოდა ჩემი პრობლემის გვერდით; არ დაველოდებოდი მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ზუსტად ისე ვიდგები თითოეული თქვენგანის პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც – საკუთარის. არ არსებობს მოქალაქისთვის დიდი და პატარა პრობლემა. შეიძლება, სახელმწიფოსთვის იყოს პატარა პრობლემა, თუმცა გასაჭირში მყოფი ადამიანისთვის ის არის დიდი პრობლემა და სწორედ იმ დროს სჭირდება გვერდში დგომა. ამიტომ, მე მინდა, გითხრათ, რომ 2019 წლის 19 მაისს, როცა მიბრძანდებით საარჩევნო ყუთთან და არჩევანს გააკეთებთ ჩემზე, თქვენ არ ირჩევთ მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს, თქვენ ირჩევთ თქვენი ოჯახის წევრს. თქვენი ტკივილი ისე ამტკივდება როგორც – თქვენ. მე ამას ასე ხმამაღლა იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის საარჩევნო დაპირება, რაც მიცხოვრია მთელი ეს დრო. ვინც მიცნობს ზუსტად მიხვდება, თუ როგორ ვამბობ ამ ყველაფერს”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები