ლევან კობერიძე: მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები, რაზეც ძალიან მალე ვისაუბრებ

„არავისთან ალიანსში შესვლას არ ვაპირებ; ვაპირებ, გავაგრძელო პოლიტიკური ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა, კონკრეტული გეგმები მაქვს“, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ის აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში შედის. როგორც კობერიძემ ჟურნალისტებტან საუბრისას აღნიშნა, მას საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება. „პროცესს გავემიჯნე, მივიღე გადაწყვეტილება და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დავტოვე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მე ადრეც ვაფიქსირებდი, რომ ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე. კიდევ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც, ჯამურად, ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვისთან ვიქნები – იქნება ეს ეკა ბესელია, თუ – კობა ნარჩემაშვილი და ნებისმიერი სხვა დეპუტატი. მე მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები და ხედვები მაქვს, თუ რა სჭირდება ჩვენ მოსახლეობას და ამ ნაბიჯებზე ძალიან მალე ვისაუბრებ. დღეს მე ამ გადაწყვეტილებით რეალურად აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში შევდივარ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები