„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. პარტია თითვეულ პოლიციელს წარმატებას უსურვებს.
„ვუსურვებთ წარმატებას და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. სინანულით გვინდა აღვნიშნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო პარტიული მიდგომით გამოწვეული გადაწყვეტილება – დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არც ერთი ლიდერი. ეს ერთი-ორად დასანანია, რადგან შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად თანამედროვე პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ პოლიციელებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.