ბესელია კობახიძეს: რა მოგეწონებათ და რა არა, იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები?

“რა მოგეწონებათ და რა არა, იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები? ხომ არ ჩამოგვიწერთ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან, რომელიც საამებელია?”, – ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც კობახიძემ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს მიკროფონი გამოურთო.
„ის, რაც ამ დარბაზში ხდება, არც რეგლამენტში წერია და არც პარლამენტარიზმის სტანდარტს შეესაბამება. ცენზურას აყალიბებთ და ადგენთ პარლამენტში? რა მოგეწონებათ და რა არა, იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები?! ხომ არ ჩამოგვიწერთ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან, რომელიც საამებელია? ნუ მაწყვეტინებთ საუბარს, არ გაქვთ უფლება და დაიცავით რეგლამენტი. მანდ ჯდომა არის პასუხისმგებლობა და არა – თვითნებობა. დამასრულებინეთ ან ჩამომიწერეთ სიტყვათა ის მარაგი, რომელიც გესიამოვნებათ და გამოვაგზავნი“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები