საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობა გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. როგორც მან განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.
კობერიძის თქმით, იგი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
მან დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 კი წინააღმდეგი წავიდა.