გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას: გუშინ ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი

“გუშინ ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა.
ბოკერიას თქმით, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების სახელით მონაწილეობს პოლიტიკურ დებატებში.
“ეს ჯგუფი უტიფრად პოლიტიკურ დებატებში იღებს მონაწილეობას თქვენი სახელით. გუშინ ბატონი მურუსიძე იყო თქვენი სპიკერი და თქვენივე წევრების არაფორმალური აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს არის პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. ამ კანონის ასე მიღება, ამ მოსამართლეების პირდაპირ გამოყვანა წინა ფრონტზე, როგორც ივანიშვილის გუნდისა და „ქართული ოცნების“ სპიკერების, სილის გაწვნაა საზოგადოებისთვის“, – მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას.
გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში შავგულიძე-მურუსიძის დებატები გაიმართა. ამ წუთებში კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები