ემზარ კვიციანი საპარლამენტო უმრავლესობას: ნუ გააკეთებთ ისე, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ

პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობას მწვავედ გააკრიტიკა.
კვიციანი აცხადებს, რომ ლევან მურუსიძის სასამართლო სისტემაში ყოფნა დაუშვებელია. „ნუ გააკეთებთ ისე, როგორც პანკისში მოხდა, როცა ხეობის აჯანყება გამოიწვიეთ ბოლოს. ნუ გააკეთებთ ისე, რომ მთელი საქართველო აგიჯანყდეთ და ვარდებისა და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დასრულდეს ბოლოს“, – მიმართა ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები