გიორგი გახარია: პანკისთან დაკავშირებით პრემიერისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომელსაც შევასრულებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერისგან გარკვეული დავალება მიიღო. როგორც მან განაცხადა, დამატებით დეტალებზე იგი პარლამენტში ხვალ, “მინისტრის საათის” ფორმატში ისაუბრებს.
„მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახან იყო მიღებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო, ვერ ესწრებოდა საბჭოს სხდომას ორი მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან. მე გავაცანი საბჭოს წევრებს სტრუქტურა, როგორ წარმოგვიდგენია, უახლოეს პერიდოში, საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, ეს საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყებისა, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ერთ თვეში. მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ. პანკისთან დაკავშირებით პრემიერმინისტრისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება და დავალებას შევასრულებთ. ამ თემაზე უფრო დეტალურად პარლამენტში ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები