“ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყებისა, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”

ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა.
გიორგი გახარიამ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის დღეს პირველი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც მან პრემიერის სათათბირო ორგანოს წევრებს საბჭოს სტრუქტურა გააცნო.
„დღეს იყო, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი ახლახან იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო, ვერ გვესწრებოდა საბჭოს 2 მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან – ეს ერთი, მეორე – მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და თუ როგორ წარმომიდგენია უახლოს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყებისა, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშრებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები