მამუკა ბახტაძე: საქართველო იქცა რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ განხორციელების განხილვისას სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, მეგობრების მხარდაჭერით საქართველო რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ იქცა. „ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში არსებითი მხარდაჭერის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ. 2018 წელს ჩვენი ერთობლივი მიღწევები და წარმატებული პროექტები ცხადყოფს პროგრესის სტაბილურ დინამიკას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევას. საქართველო დღესაც ერთგულია გაერო-სა და მისი საქმიანობისადმი. გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა. ეს სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებების და ღირებულებების პრიორიტეტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები