ლევან ნიკოლეიშვილი: საინტერესო დებატი გაიმართება ლევან მურუსიძესა და შალვა შავგულიძეს შორის

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მურუსიძე-შავგულიძის დაანონსებულ დებატებს ეხმაურება.

“დღეს ანონსის სახით შევიტყვეთ, ტვ „იმედზე“ საინტერესო დებატი გაიმართება ლევან მურუსიძესა და შალვა შავგულიძეს შორის! დებატი მართლაც ბევრი გვინახავს, მაგრამ ეს გამორჩეული უნდა იყოს თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ბევრ საკითხთან მიმართებით, შესაძლოა, დღესვე დასრულდეს. მოკლედ, ვნახოთ, მოლოდინი მართლაც დიდია“, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები