მალთაყვის სანაპიროზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ გადმოსვლა მალევე მოახერხეს და არც ერთი მათაგანი არ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიციის ეკიპაჟი იმყოფებოდნენ. ცეცხლის ჩასაქრობად, ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები