შსს-ს წარმომადგენელი: დაკავებული ქალბატონი ათივე ბავშვის გადაყვანას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვან ვაჭრობა (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე, გამოძიების მიერ გამოვლენილი სხვა გარემოებების შესახებ.

“აღნიშნულმა ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცავების ყურადღება, კერძოდ, იმ გარემოებამ, რომ ბავშვის ასაკი საეჭვოდ მოიქცნენ ერთმანეთში, მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვანი დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივად იყო პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონმა ბავშვებს არასწორად უცეცა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვების საავადმყოფოში მოხვდნენ.

გამოძიების ფარგლებში ამოიღეს როგორც ბრალდებულის ისე არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა, მან სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში შევეკითხე არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოზე მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ვნახეთ როგორც ბავშვები ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევითი პროცესი იმისათვის, რომ დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვები გადაყვანა სურდა, არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა ეს ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღო ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც დღემდე არ ჩანს. საერთოდ არ ვიცი ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარეობს, რომ უკრაინის მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი ჩაიყვანა რუსეთში და საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკელი მოქალაქე და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას,

გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, ასევე გამოვლინდა მისივე ჩვენებსაცაც დადასტურდა, თუმცა ვერ მოხერხდა რა მიზნით. მას არ ჰყავს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთის სიცოცხლე გამოძიების პასუხზე, ვერც მოგეხსენებათ და არსებობს ლოგალური ეჭვი, რომ ბავშვთა ვაჭრობა, ტრეფიკინგზე რაზეც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება “, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები