შრი-ლანკაზე სამი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე სამი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, აფეთქება პოლიციის რეიდის დროს მოხდა, როცა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები აღმოაჩინეს.

პოლიცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით, ქევეყნის მაშტაბით 140 ადამიანს ეძებს. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 76 პირი.

ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელდა. დაღუპულია 253, ხოლო დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები