რატომ მალავს სანდრა რულოვსი ამომრჩეველთან შეხვედრებს – ენმ-ის კანდიდატი ანაკლიაში მხარდამჭერებს მედიისგან ფარულად ხვდება (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა ელისაბედ რულოვსი საარჩევნო კამპანიას მედიისგან ფარულად ატარებს. დღის განმავლობაში მისი პრესსამსახური მედიის წარმომადგენლებს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის, რათა ჟურნალისტებს მისი ადგილსამყოფელის დადგენა გაუჭირდეთ.

ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსი ანაკლიაში, ერთ-ერთი ადგილობრივის, დათა შელიას ოჯახში იმყოფებოდა.  სადაც,  ენმ-ის მტკიცების მიუხედავად, რომ მათი კანდიდატის საარჩევნო კამპანია ღიად მიმდინარეობს,  “კვირას” გადამღებ ჯგუფს შესვლის საშუალება არ მისცეს. რულოვსის დაცვამ კი “კვირას” ჟურნალისტის დანახვისთანავე, მანქანა, რომლითაც “ნაცმოძრაობის” კანდიდატი გადაადგილდება, სახლის ჭიშკართან მიაყენა.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერთან შეხვედრის შემდეგ, ტერიტორია კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები