“იქ ოჯახები დაიღუპნენ” – ვინ არიან შრი-ლანკაში ტერაქტისას დაღუპულები (ფოტო)

შრი-ლანკის მოსახლეობა დღემდე შოკირებულია მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც 253 ადამიანი იმსხვერპლა. თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ქვეყნის რამოდენიმე ეკლესიაში და სასტუმროში აფეთქებები მოაწყვეს.
დაღუპულთა უმრავლესობა შრი-ლანკის მკვიდრია, მაგრამ მათ შორის ბევრი უცხოელიცაა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 38 უცხოელი. ისინი ბრიტანეთის, ინდოეთის, ნიდერლანდების, დანიის, შვეიცარიის, ესპანეთის, ამერიკის, ავსტრალიისა და თურქეთის მოქალაქეების იყვნენ.

აფეთქებებიდან რამოდენიმე წუთში, შრი-ლანკის დეზინფორმაციის გავრცელების შიშით ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით სოციალურ ქსელი გათიშა. ზუსტად ამიტომ დაღუპულების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით ვრცელდებოდა.
დღეს-დღეობით კი ცნობილია, რომ დაღუპულები არიან ოჯახი ნეგომბოდა.
ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად ნეგომბოში – რანგან ფერნანდოს მთლიანი ოჯახი დაიღუპა, მეუღლე დანადირი და მათი სამი შვილი. დანადირის კოლეგები შეშფოთებულები არიან მომხდარით.
“სამსახურში ის ძალიან მონდომებული და პასუხისმგებლობიანი იყო. რაც ყველაზე მთავარია ის ძალიან მზრუნველი იყო. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება”,- მწუხარებით იხსენებენ დანადირის კოლეგები.
ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილი 6 წლის იყო, მეორე ოთხის, ხოლო უმცროსი სულ რაღაც 11 თვის.

რამეში, რომელმაც ათობით სიცოცხლე იხსნა.

ლანკიელი რამეში სიონის ტაძარში იყო ქალაქ ბატიკალოაში სააღდგომო წირვის დროს, როდესაც უცნობი პირი დიდი ზურგჩანთით ეკლესიაში შესვლას ცდილობდა. მამაკაცმა თქვა ჩანთაში ვიდეოკამერა აქვს და წირვის ნაწილის გადაღება სურს, მაგრამ რამეშმა არ შეუშვა ის ტაძარში, მათი საუბრის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. რამეში და უცნობი მამაკაცი დაიღუპნენ. რამეშმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა რომლებიც ტაძარში იმყოფებოდნენ.

და-ძმა სანტჰაკუმარი, 12 წლის შარონი და მისი 11 წლის და სარა ბატიკალოში სიონის ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლნენ. ისინი ერთმანეთის გვერდით აფეთქების მეორე დღესვე დაკრძალეს.

ბრიტანეთი რვა მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს. მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრია. ანიტა ნიკოლსონი და მისი 14 წლის ვაჟი ალექსი და 11 წლის ქალიშვილი ანაბელი სასტუმრო Shangri-La-ს რესტორანში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპნენ. ანიტას მეუღლე გადარჩა.

თავდასხმის მსხვერპლნი ასევე გახდნენ და-ძმა ბრიტანეთიდან 19 წლის დენიელი და 15 წლის ამელი ლენსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები