კიმ ჩენ ინი რუსეთს დაგეგმილზე ადრე დატოვებს

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზატორების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკს დღეს, 26 აპრილს დატოვებს. დილით კი გამომშვიდობების საზეიმო ცერემონია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.
თავდაპირველი ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს ვლადივოსტოკი შაბათს, 27 აპრილს უნდა დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი 24 აპრილს საკუთარი ტყვიაგაუმტარი მატარებლით ჩავიდა რუსეთში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 25 აპრილს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები