ამერიკა შრი ლანკაზე ახალი, შესაძლო ტერაქტების შესახებ გაფრთხილებას იძლევა

ამერიკის საელჩო გაფრთხილებას იძლევა, რომ გასულ კვირას მომხდარი ტერაქტი შესაძლოა, შრი ლანკაზე, რელიგიურ შენობებში კვლავ გაგრძელდეს.
შრი ლანკის პრემიერმინისტრის, რანილ ვიკრამასინგხეს განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა, სამხედროები იმყოფებოდნენ, რომელთაც ასაფეთქებელ მოწყობილობებზე წვდომა აქვთ.
“ჩვენ ბევრი ეჭვმიტანილი დავაკავეთ, მაგრამ კიდევ ბევრი აქტიური ადამიანია გაქცეული. შესაძლოა, მათ თან ჰქონდეთ ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამიტომ ჩვენ ისინი უნდა მოვძებნოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები