შრი-ლანკის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილების სურათები გამოაქვეყნა – მათ შორის 5 ქალია
შრი-ლანკის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილების სურათები გამოაქვეყნა. შრი-ლანკის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებულ 70-ზე მეტ ეჭვმიტანილს შორის ხუთი ქალია.
ტერორისტულ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილთა ნაწილი დაკავებული არ არის და შესაძლოა, ასაფეთქებლებზე ხელი ისევ მიუწვდებოდეთ.
შრი-ლანკის მასშტაბით კონტრტერორისტული ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. შრი-ლანკაზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. 21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად 359 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.