გიორგი შენგელია: რუხში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდება
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს გიორგი შენგელია სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სოფელში აუცილებლად აშენდება ახალი საბავშვო ბაღი.
“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით სოფელ რუხის მოსახლეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ რუხში სულ მალე ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი. 2019 წელს დაიწყება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო სკოლა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ასევე ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რუხის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.