გივი მოდებაძე: მე მოვდივარ თქვენთან, რათა მოგიგვაროთ პრობლემები
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიცი მოდებაძე იათურის მაჟორიტარ დეპუტატთან, სულხან მახათაძესთან ერთად სოფელ დარკვეთისა და მოხოროთუბანის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის კანდიდატი ადგილობრივებს იმ პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
,,მე მოვდივარ თქვენთან, რათა გვერდით დაგიდგეთ და მოგიგვაროთ ის პრობლემები, რაც თქვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. სოფელ დარკვეთში ე.წ ახალ დასახლებაზე ვიცი, რომ არსებობს კანალიზაციის პრობლემა. გამარჯვების შემთხვევაში, მე დავიწყებ მუშაობას, რათა მომზადდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელი პროექტი და ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს საკითხი” განაცხადა გივი მოდებაძემ.